четверг, 16 июня 2016 г.

მე-9 დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა. გავაკეთეთ პრეზენტაციები, გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს  და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები.ამ სატრენინგო მოდულით  თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო დონეებზე გასაყვანად. ვისწავლეთ პროექტებზე მუშაობა ,რაც ძალიან დამეხმარება ჩემი პედაგოგიური მუშაობის ამაღლებაში.აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას და დავნერგავ პრაქტიკაში.ტრენინგის განმავლობაში ვაწარმოე პორტფოლიო.


среда, 15 июня 2016 г.

მე-8 დღის რეფლექსია


დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა
განვიხილეთ მე-7 მოდული
ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე  დრაივში
ვისწავლეთ ატვირთულ საქაღალდეში ცვლილებების განხორციელება
გავეცანით ახალ საიტს, რომლითაც გავაფორმებთ ბლოგს
საშინაო დავალება:სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.
                                    პორტფოლიოს ჩეკლისტი
                                    პორტფოლიოს რუბრიკა. 

воскресенье, 12 июня 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეხუთე მოდული;მოსწავლეთა პროექტების შეფასება;ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები ამდენიმე თვალსაზრისით.გამოვიყენეთ აქტივობა "დაწყვილდი და გაუზიარე",რამაც შესაძლებლობა მოგვცა ერთმანეთის აზრი გაგვეზიარებინა უკუკავშირით,რასაც მოსწავლეებთანაც გამოვიყენებ რადგანაც ამ აქტივობის დროს ყველა მოსწავლე აქტიურია.

суббота, 11 июня 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

მეექვსე დღე იყო საინტერესო,გადავხედეთ გეგმებს,ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე,.ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის შექმნა,განვიხილეთ რამდენიმე მოსწავლის zip-ფაილი.ვისწავლეთ power point-ში სხვა ფაილის ინტეგრირება და ბლოგზე ჩაშენება.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ შეფასების  სტრატეგიებზე.დავსახეთ მიზნები.ვნახეთ პრეზენტაციის შაბლონი.შეფასების ეს ფორმა დაგვეხმარება განვსაზღვროთ მოსწავლეთა საჭიროებები.

суббота, 28 мая 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია

განვსაზღვრეთ პროექტის ამოცანები.განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია,ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება ,ჩავწერეთ  პროექტის გეგმაში ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.დღევანდელი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

четверг, 26 мая 2016 г.

რეფლექსია

პირველ დღეს განვიხილეთ საკითხებიპროექტებით სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენერი გვესაუბრა პროექტების შესახებ,რა საკითხებზე გაგვემახვილებინა ყურადღება.მომავალ ტრენინგამდე შეგვერჩია თემები პროექტისთვის.ვისწავლეთ ვიუერის გამოყენება.

მეორე დღეს წარვადგინეთ პროექტის სავარაუდო თემები.ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე,ტრენინგზე დამსწრე პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ აზრი.ვისწავლეთ პუბლიკაციების დამზადება,შევქმენით ბლოგები.